აჭარული ოჯახი-სამზარეულო

კოლექციის შესახებ

 

აჭარული ოჯახი-სამზარეულო

      აჭარულ ოჯახში სამზარეულო ძირითად კერას წარმოადგენდა, სადაც გამართული იყო ბუხარი, სექვები, ასევე ყოფისათვის დამახასიათებელი საოჯახო ყოველდღიურად სახმარი ჯამ-ჭურჭელი და დგამ-ავეჯი.   საოჯახო ნივთებიდან ცნობილია სხვადასხვა სახის ხის, თიხისა და სპილენძისაგან დამზადებული ჭურჭლების მრავალფეროვნება.

     ხალხური ავეჯის ყველაზე გავრცელებულ სახეს აჭარაში წარმოადგენს აკვანი, რომლის დასამზადებლად იყენებდნენ წაბლის, კაკლის, ცაცხვისა და თხმელის მასალას. აკვანი ჩვილ-ბავშვთა  საძინებელი, სარწევი და საქანებელი საწოლია. მას ყველა ოჯახში სათუთად ინახავდნენ და უფრთხილდეოდნენ.

 

                     

გაზიარება