ამფორა, - სატრანსპორტო - გადასაზიდი და შესანახი ჭურჭელი. ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელი ჭურჭელი სამეურნეო თუ სავაჭრო საქმიანობისათვის. იგი თხევადი და მშრალი ნედლეულის გადასატანი საშუალება , წამყვანი იყო როგორც საზღვაო, ისე სამდინარო ტრანსპორტში, რაც მათი სპეციფიკური ფორმის კონკრეტული პირობებისადმი მისადაგებით იყო განპირობებული. ამფორის , როგორც ორყურა ჭურჭლის წარმოშობა, ძველ აღმოსავლეთს ‘ სახელდობრ ქანაანს უკავშირებენ, საიდანაც ეგვიპტელების მეშვვეობით მისი ფორმა ბერძნებმა გადმოიღეს , სრულყვეს და გაავრცელეს მთელ ანტიკურ სამყაროში.