ბათუმის ისტორია

პროგრამის შესახებ

ბათუმის ისტორია

ჭარის უახლეს ისტორიულ წარსულზე დაყრდნობით პროგრამის მონაწილეებს გავაცნობთ ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობის ისტორიასა და მის შედეგებს. ვისაუბრებთ აჭარის დედა-სამშობლოსთან დაბრუნების საკითხებზე. ასევე ბათუმის, როგორც აჭარის დედაქალაქის დაარსების ისტორიის, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებისა და ზოგადად მის ევროპულ ქალაქად გადაქცევის პროცესზე. მოისმენენ საინტერესო ცნობებს ქალაქის განაშენიანების, პირველი სკოლის, გიმნაზიის, საავადმყოფოსა და თეატრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბულვარის დაარსების ისტორიას და ცნობებს პიროვნებებზე, რომელთა ძალისხმევითაც ბათუმი დღეს ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ქალაქია.

პროგრამა განკუთვნილია:  V-XII, კლასის მოსწავლეებისათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა:  50- 60 წუთი.

ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით

პროგრამის კოორდინატორი: ქეთევან ფუტკარაძე

გაზიარება