რუკაზე ქალაქის ტერიტორია დატანილია საგზაო სამინისტროს 1898 წლის მონაცემების მიხედვით. ცალკეა გამოყოფილი ბათუმის ყურეში მდებარე 5 შუქურა.წყლის საშუალო სიღრმე აღებულია ფუტებში.
რუკა შედგენილია პორუჩიკ ზელენოვის მიერ. კორექტირება გააკეთა I რანგის კაპიტანმა არტისვაგერმა. დახაზა ნ.ბერიოზინმა და ს.პარფიონოვმა.
გამოცემულია მთავარი ჰიდროგრაფიული სამმართველოს მიერ 1910 წელს.