დემოკრატიული საქართველოს ეროვნული დროშა

კოლექციის შესახებ

დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 წლებში არსებული ქართული სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტია.
  
        საქართველოს რესპუბლიკას აქვს თავისი დროშა სამფეროვანი: შვინდის, შავი და თეთრი ფერის.

            სამფეროვანი დროშის ესკიზი განიხილა და მოიწონა საქართველოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიამ. 1918 წ. 10 სექტემბერს ოფიციალურად მიიღეს კანონი „საქართველოს რესპუბლიკის დროშისა.“ პირველი რესპუბლიკის დროშის ავტორი მოქანდაკე იაკობ  ნიკოლაძეა.

გაზიარება