ეფრემოვი.„მენშევიკების გაქცევა ბათუმიდან.“1921 წ. ტ/ზ შესრულებულია 1940 წელს მუზეუმის დაკვეთით.

კოლექციის შესახებ

  • 1921 წლის თებერვალ-მარტში  საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში გადავიდა.18 მარტს ბათუმში გაიმართა საქართველოს დამფუძნებელი კრების ბოლო სხდომა,რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკების) ემიგრაციაში წასვლას ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით.იმავე დღესვე საქართველოს მთავრობა,რამდენიმე დამფუძნებელი კრების დეპუტატი,სამხედრო ოფიცერი და მათი ოჯახის წევრები ავიდნენ გემერნესტ რენანზედა ჯერ სტამბულში,ხოლო იქიდან საფრანგეთში გაემგზავრნენ,სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ჰპოვეს.

გაზიარება