ფეხსამოსის ელემენტები

კოლექციის შესახებ

  • აჭარაში ფეხსამოსის  ელემენტებს წარმოადგენდა ქალამანი,წუღა,ჩილატანი.  ქალამანი  როგორც მამაკაცის, ასევე ქალის გავრცელებულ ფეხსამოსს წარმოადგენდა აჭარაში. ისინი ფორმით ერთნაირი იყო და იკერებოდა ყველა ოჯახში საქონლის ტყავისაგან.  XIX-XX სს. მიჯნაზე აჭარაში ადგილობრივ ხელოსნებთან ერთად წუღებს კერავდნენ ბერძენი და სომეხი მეწაღეები. წუღის საძირედ იყენებდნენ

ხარის,ძროხის, კამეჩისა და ცხენის ტყავს, ხოლო საპირედ ცხვრის, თხისა და ხბოს ტყავს. ფეხსამოსის ეს ელემენტი  აჭარაში ბარში იყო გავრცელებული.

 1.ფეხსაცმელი (წუღა)- ბორდოსფერი

 2.ქალამანი-თეთრი

  3.ფეხსაცმელი-(წუღა)-შავი

  4.ფეხსაცმელი ქალის- ჩილატანი

  5.ხურჯინი-შალის ფერადი ძაფებით ნაქსოვი

  6. ჩანთა-(საზურგე )ტყავის

გაზიარება