კოლექციის შესახებ
- თანამედროვე ბათუმის ტერიტორიაზე ნავსადგურის არსებობა უკვე ძვ.წ. IV საუკუნიდანაა დადასტურებული. XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან ბათუმის პორტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში დასავლეთის ქვეყნებისათვის კავკასიასთან და აღმოსავლეთის რეგიონებთან დამაკავშირებელ ცენტრალურ სატრანზიტო პუნქტად გადაიქცა.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში პორტის სწრაფი განვითარება ბათუმიდან მსოფლიო ბაზრებზე ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირებას უკავშირდება.
გაზიარება