ფრინველთა სამყარო                                                                                                                                                

კოლექციის შესახებ

                                                                                                       
ფრინველთა სამყარო

  მუზეუმში დაცული ფრინველების ფიტულების გაცნობით, მონაწილეები გაეცნობიან მრავალფეროვან ფრინველთა სამყაროს. გაიგებენ შავი ზღვის სანაპიროს კოლხეთის დაბლობთან ერთად  ევროპა-აზიიდან აფრიკისაკენ ფრინველთა გადაფრენის მნიშვნელოვანი გზის შესახებ.    მიიღებენ ინფორმაციას წითელი წიგნის ისტორიაზე, იშვიათი, გამქრალი და გადაშენების პირას მყოფი ფაუნის სახეობებზე. განსაკუთრებულად გამახვილდება ყურადღება ფრინველთა დაცვის საკითხებზე. აჭარის ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების, აგრეთვე რეკრეაციული და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილ დაცულ ტერიტორიებსა თუ ეროვნული პარკებზე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ბუნებისადმი სიყვარულის ჩანერგვას, ბუნების დაცვისა და  ზრუნვის სურვილს.

პროგრამა განკუთვნილია:  VI-IX, კლასის მოსწავლეებისათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა:  60 - 90 წუთი.

ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით

პროგრამის კოორდინატორი: შორენა მახარაძე

 

გაზიარება