კოლექციის შესახებ
- 1918 წლის 30 ოქტომბერს მუდროსის საზავო ხელშეკრულებით სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ინგლისს გადაეცა. ბათუმის ოლქში დამყარდა ინგლისის საოკუპაციო რეჟიმი. ოლქის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა გენერალი კუკ -კოლისი, რომელმაც აქ ინგლისელთა სრული დიქტატურა დაამყარა. გამოსცა რიგი ბრძანებები. ბათუმის ოლქი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად, დათხოვნილი იქნა საქალაქო სათათბირო და გამგეობა. გამკაცრდა ფინანსური და ეკონომიური სანქციები, აიკრძალა მანიფესტაციები და გაფიცვები.
ინგლისის საოკუპაციო რეჟიმი 1920 წლის ივლისამდე გაგრძელდა.
1- 4. კუკ-კოლისის ბრძანებები.
5. ფოტო - ოსმალო მეომრები.
6. ფოტო - ინგლისელი ჯარისკაცები ბათუმში.
გაზიარება