1893 წელს მიწის მფლობელ კონსტანტინე პოპოვის მოწვევით ჩაქვში ჩამოიყვანეს 13 ჩინელი ჩაის სპეციალისტი, რომელთა შორის იყო ლაო ჯონ ჯაო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა აჭარაში ჩაის მეურნეობის განვითარებაში.
ლაომ საქართველოში ჩამოიტანა ჩაის ფოთლის კულტივაციის ტექნოლოგია .სოფელ ჩაქვში გააშენა დიდი პლანტაციები და ააგო ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა. დიდი ძალისხმევის შედეგად გამოიყვანა განსაკუთრებული ხარისხის ჩაი სახელწოდებით „ლაო ჩაი“.
ლაო ჯონ ჯაოს პირადი ნივთებიდან აღსანიშნავია ჭილის ქუდი, რომელსაც იყენებდა ჩაის პლანტაციებში მუშაობის დროს