ლაო ჯონ ჯაოს სამოვარი. XIX ს.

კოლექციის შესახებ

  • ჩინელი  ჩაის სპეციალისტის ლაო ჯონ ჯაოს მიერ ჩაქვში მოყვანილი ჩაი საუკეთესოდ ითვლებოდა რუსეთის იმპერიაში.ჩაი კარგი გემოსი იყო და არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩინურ ჩაის.’საუფლისწულო ჩაი“- ასე ეწოდებოდა ჩაქვში გამოშვებულ  ჩაის.

          სამოვრის, ჩაის დასაყენებელი ხელსაწყოს, გამოყენება და დამკვიდრება აჭარაში ჩაის კულტურის განვითარებამ განაპირობა. სამოვარი გამოიყენებოდა საქალაქო ყოფაში, საზეიმო შეკრებებსა თუ საოჯახო დღესასწაულების დროს. ჩაიზე დაპატიჟება ერთგვარ მოდურ გატაცებად იქცა, რამაც სამოვრის მოხმარება აქტუალური გახადა.

გაზიარება