კოლექციის შესახებ
- 1895 წელს სოციალ-დემოკრატებმა გიორგი ფრანჩესკიმ და ივანე ლუზინმა მოაწყვეს კარგად ორგანიზებული სოციალ-დემოკრატიული წრე, რომელსაც კავშირი ჰქონდა თბილისის, ბაქოს, პეტერბურგის მუშათა წრეებთან. მათ შეადგინეს წრის პროგრამა,რომელიც შეიცავდა როგორც ეკონომიურ,ისე პოლიტიკურ მოთხოვნებს. ჰექტოგრაფზე ქართულ ენეზე დაბეჭდეს კ.მარქსისა და ფ.ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ და გაავრცელეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.წრეს არ დასცალდა უფრო ფართოდ გაეშალა მუშაობა. მალე გ.ფრანჩესკი და ი. ლუზინი დაიჭირეს და გადაასახლეს.
1. გ.ფრანჩესკისა და ი.ლუზინის პირადი ნივთები.
ა. ჭადრაკი (დაფა და 29 ფიგურა) - ხე .
ბ. ხელნაკეთი ხის დანა ქარქაშით.
გ. ჭიქა ჩასადგამით (ფიგურული) -ლითონის.
დ. საშაქრე - ლითონის.
ე. საკამფეტე - ლითონის.
ვ. ჯიბის სააათი - ლითონის.
2. 1905 წლის ბარიკადები ბათუმში.მოგონებების კრებული.
3. ბროშურა „გაკვრით პარტიულ უთანხმოებაზე“ ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე.
4. გაზეთი “გოლოს ტრუდა“. 1914 წელი.
5. გაზეთი “ბათუმსკი დენ“. 1914 წ.ოქტომბერი.
6. რევოლუციონერ ილარიონ დარახველიძის მოგონება ბათუმის არალეგალური სტამბის შესახებ.1905 წ.
გაზიარება