ნაქარგობა. XX ს.60-70-იანი წლები

კოლექციის შესახებ

 

    ქარგვის ტრადიციები აჭარაში ძველიდან მომდინარე ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა. აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება. ძირითადად, დამახასიათებელი იყო მცენარეული, ცხოველური და ანთროპომორფული სახეები.

             მუზეუმის ექსპოზიციაში დაცულია ბათუმში მცხოვრები უკრაინელი მქარგაველის  ა.ბორდიენკოს  ქარგულობა ქსოვილზე. ნაქარგები შესრულებულია შავ ქსოვილზე ფერადი აბრეშუმისა და მულინის  ძაფებით. ნაქარგები დაბალრელიეფურია.

 

გაზიარება