ნავთობის გადასატანი ბიდონები და სხვადასხვა სახის ჭურჭელი

კოლექციის შესახებ

  • XIX საუკუნის 80-იან წლებში ბათუმში სწრაფი ტემპით განვითარდა მრეწველობა.მრეწველობის აღმავლობა გამოიწვია ბაქოსთან ახლოს აფშერონის ნახევარკუნძულზე  ნავთობის დიდი საბადოების აღმოჩენამ და ამ ნავთობის მსოფლიოში გასატანად ყველაზე უმოკლესი გზა ბათუმი აღმოჩნდა. ამიტომ აქ დამკვიდრდა ნავთობის მაგნატი გაერთიანებები როტშილდის, ნობელისა და მანთაშევის,რომელთა საწარმოებში ძირითადად მზადდებოდა ნავთის ჩასასხმელი ბიდონები და ამ ბიდონებით გადიოდა ნავთი საზღვარგარეთ.

 

1.ნავთობის გადასატანი ბიდონი არვანიტიდის ქარხნის. 1883 წ.

2. ნავთობის გადასატანი ბიდონი კრანით. ორ განყოფილებიანი.

3.ბიდონი ონკანით , დამზადებული მანთაშევის ქარხანაში.

4.არყის ფარულად გადასატანი ოვალური ლითონის სამკერდე.XIX .

5. ღუმელი რუსული წარმოების. დამზადებულია ქ.პეტერბურგში პრინტინის სახელობის საწარმოში. XIX .

6.ძაბრი ფრინველის საკვების მისაწოდებელი კონუსის ფორმის. XIX .

 7. ბათუმის მომთუთიებელი ქარხნის პროდუქცია XIX საუკუნის.

გაზიარება