ოსმალთა ბატონობის პერიოდის ხელნაწერები და ყოფაში გამოყენებული ნივთები

კოლექციის შესახებ

  • ოსმალთა ბატონობის პერიოდში აჭარის მოსახლეობაზე ვრცელდებოდა ოსმალეთის სამხედრო სამსახურში მსახურების ვალდებულება და მუსლიმანური სავალდებულო ჩადრის ტარება. ჩადრი ქალის სახესა და სხეულს ფარავდა.

მეჩეთებში იყო სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მორწმუნე მოსახლეობას უხმობდა ლოცვაზე დასასწრებად.

        აჭარელ ქალებს შორის გავრცელებული იყო  ქართული დამწერლობის იშვიათი საიდუმლო სახე, ეგრეთწოდებული დედაბრული ხელნაწერი.  ამ შრიფტით ნათესავები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, რათა არ დაეკარგათ ქართული ენა და სარწმუნოება.

 1. დედაბრული ხელნაწერი XVII- XVIII სს.აჭყვისთავი,ქობულეთი.

2.  თურქული ხელნაწერი“თესკერე“1888 წ. ჰიჯრით.ჯამეში ლოცვის ნებართვა.

 3. თურქული ხელნაწერი „თესკერე“. სამხედრო ვალდებულების მოხდის საბუთი.

 4. ჩადრი. ზოლებიანი. აბრეშუმის.

 5. ფეჩე -პირბადე. შავი ძუით ნაქსოვი.

 6. დივითი - სამელნე მოწყობილობა.ლითონის.

  7. ხელის ზარბაზანი.თუჯის.

  8. სურათი - ქალთა ტიპები. გრაფიკა.

  9. ნუსხის ყაბი სამკუთხა. სპილენძის.

გაზიარება