ლომან ქარცივაძე იყო გამოჩენილი ქართველი სწავლული,მეცნიერი,XIX საუკუნის II ნახევრის აჭარაში მრავალმხრივი საზოგადო და სასულიერო მოღვაწე, სამშობლოს ნათელი მომავლისათვის დაუცხრომელი მებრძოლი. იგი ადგილობრივ ხელისუფლებას,მოსახლეობას დაწვრილებით აცნობდა იმ სიძნელეებს,რომელთა წინაშე აღმოჩნდებოდა ოსმალეთში ლტოლვილებად წასული მოსახლეობა.იგი აჭარის მკვიდრთ მოუწოდებდა მშობლიურ მხარეში დარჩენას,მამა - პაპათა კერის შენარჩუნებას.