აჭარის რელიეფურ რუკაზე კარგად ჩანს, რომ აჭარის უდიდესი ნაწილი მთებსა და ხეობებს უკავია, დანარჩენი კი ზღვის სანაპირო დაბლობებსა და გორაკ-ბორცვებს. აღსანიშნავია კახაბერისა და ქობულეთის დაბლობები. სამხრეთით საზღვარი გადის ჭანეთისა და შავშეთის ქედებზე და ემთხვევა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვარს. აღმოსავლეთით ესაზღვრება არსიანის, ხოლო ჩრდილოეთიდან აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედები. ზღვა. უმაღლესი მწვერვალია ყანლი-დაღი (2992), რომელიც არსიანის ქედზე, თურქეთთან ახლოს მდებარეობს. აჭარას დასავლეთით 60 კმ. მანძილზე ესაზღვრება შავი ზღვა. აჭარის მთავარი მდინარეა აჭარისწყალი (95 კმ.), რომელიც მდ. ჭოროხის მარჯვენა შენაკადია. ყველაზე წყალუხვი მდინარეა ჭოროხი. იგი სათავეს იღებს თურქეთში და 21 კმ-ის მანძილზე მიედინება ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია ჩაქვისწყალი, მდ. კინტრიში, ყოროლისწყალი.
On the Adjarian map its clear to sea the most of Adjarian region consists of mountains and valleys ,while the rest are the coastal plains and hills. Its noteworthy to mention the plains of Kakhaberi and Kobuleti .On the south the border runs along the Chaneti and Turkey line.Bordered by Arsiani ridge to the east , while the Adjara- Imereti(Meshketi) ridge runs along the north side.The highest peak of a mountain is Qhanli-Daghi(2992) at the Arsiani ridge ,near Turkey border.Adjara has a natural border of 60 km. as a Black Sea. The main river in Adjara is river Acharatskali (95 km) , which is a right stream of river Chorokhi. It begans in Turkey and though 21 km route flows out in our territory . Other rivers include Chakvistskali, Kintrishi and Qhorolistskali.