რელიეფური რუკა-ბათუმი 1910 წელს რელიეფური რუკა დამზადებულია ვ.მარკევიჩის მიერ 1910 წელს.

კოლექციის შესახებ

  • XX საუკუნის დასაწყისში ბათუმი წარმოადგენდა ევროპული სტილის ქალაქს სწორი ქუჩებით, ჩუქურთმებიანი ქვის სახლებით. ქალაქს ამშვენებდა  ბულვარი, რომელიც  გაშენდა ქალაქის პოლიცმაისტერის ვოზნესენსკის ინიციატივით 1884 წელს.

ბულვართან ახლოს მდებარეობდა სობორო- ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარი. ტაძარს საფუძველი ჩაუყარა რუსეთის იმპერატორმა  ალექსანდრე III -მ 1888 წ. 25 სექტემბერს. დაანგრიეს 1929 წელს და ამ ადგილზე აშენდა სასტუმრო „ინტურისტი“, რომლის მშენებლობისათვის გამოყენებულ იქნა სამხედრო ტაძრის ქვებიც.

        ვაჟთა გიმნაზია გაიხსნა 1903 წელს. ამ შენობაში დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

გაზიარება