გარკვეული პერიოდი მხატვარმა საქართველოში გაატარა და აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელოვნებო ცხოვრებაში. იგი ,,კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი’’ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ნამუშევრებში მხატვარი გამოსახავდა ყოფით სცენებს, ძველი ქალაქებისა და ბაზრების ხედებს, პეიზაჟებს.