კოლექციის შესახებ
- „რკინის თეატრი“ მდებარეობდა ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე დღევანდელი ცირკის შენობის ადგილას. ეს იყო რკინის ნაკეთობათა დიდი საწყობი. ეკუთვნოდა ბელგიელ კომერსანტს მარშოს. 1891 წელს ბათუმში თავისი დასით ჩამოვიდა რუსი ანტრეპრენიორი ტომსკი. მან დაიქირავა ეს შენობა და მოაწყო საკმაოდ ვრცელი კლუბი 900 ადგილით. 3 თვე მართავდა თავისი დასის წარმოდგენებს. ამის შემდეგ შენობა ასევე იჯარით აიღო ადვოკატმა იურკევიჩმა,რომელმაც გახსნა ე.წ. „რკინის თეატრი“. აქ მართავდნენ წარმოდგენებს ბათუმელი სცენისმოყვარულები და ჩამოსული მსახიობები. „რკინის თეატრის“ სცენაზე იცეკვა მსოფლიო ქორეოგრაფიის ვარსკვლავმა აისედორა დუნკანმა.
გაზიარება