1784 წ. აჭარის მმართველი გახდა სელიმ ხიმშიაშვილი. მისი მოღვაწეობის შედეგად გაერთიანდა ზემო და ქვემო აჭარა. 1803 წელს დაიპყრო ახალციხე.თურქეთის სულთანმა სელიმ III-ემ სცნო მისი გამარჯვება და მას ფაშის წოდება უბოძა. იგი ახალციხეს მართავდა 1803-1809 წლებში.მისი ასეთი აღზევება თურქეთის საფაშოს ნაწილს არ მოსწონდა..ფეხლევან ბაბა ფაშას 15000 კაციანი ჯარით შემოესია აჭარას და სასტიკად გაუსწორდა . სელიმმა არა ერთხელ მოიგერია,მაგრამ შემდგომ შემოსევებს ვეღარ გაუძლო და 1815 წელს დანებდა , ტყვედ ჩაბარდა ... იმავე წელს ხიხაძირში მას თავი მოკვეთეს .