კოლექციის შესახებ
- სადედოფლო კაბა დამზადებულია მუქი იისფერი ფერის ხავერდისაგან, დამშვენებულია ოქრომკედის ძაფის ნაქარგობით. მასზედ მჭიდროდ ამოქარგულია სტილიზებული ყვავილი, რომელიც ჩასმულია ტალღისებური ორნამენტით შეკრულ წრეში. წრეში ამოქარგულია ოქროს ძაფით პატარა წერტილები.
საქორწინო კაბა განკუთვნილი იყო პირველი დღისათვის. შიგნით ჩასაცმელად იყენებდნენ პერანგს“ბურუნჯულის“, რომელიც დამზადებული იყო აბრეშუმის ქსოვილისაგან. კაბა ეკუთვნოდა დევრიშ-ბეგ ბეჟანიძის მეუღლეს სალიე შერვაშიძეს.
გაზიარება