საქორწინო კოლექცია

კოლექციის შესახებ

  • საქორწინო კოლექცია  მიეკუთვნება დევრიშ-ბეგ ბეჟანიძის (ქედა-ზენდიდი) მეუღლეს სალიე შერვაშიძეს.  კოლექციაში შედის სამზითვო ბოხჩა, რომელიც ქალის პარფიუმერიული ნივთებით არის დამშვენებული,ზარდახშა, ფეხსამოსები და სხვა ნივთები.

   სავარაუდოა, რომ დევრიშ ბეჟანიძემ მეუღლისათვის ეს ბოხჩა თურქეთიდან ჩამოიტანა, ვინაიდან ის ხშირად მოგზაურობდა.

 

1.ფარდაგი- კედლის ნოხი,ხავერდის.

 2.მუჟდეს-(სამახარობლო)- ბალიში, წითელი ფერის.

 3. პარფიუმერიის ხის ყუთი.

 4.ბოხჩა,ოთხკუთხედი ფორმის, სხვადასხვა ფერადი ქსოვილის ნაკუწებისაგან დამზადებული.

 5.ქალის ლეჩაქსამაგრი თორი.ხავერდის. მუქი იასამნისფერი.

 6.ხელთემენა - დამზადებულია ფარჩის ქსოვილისაგან.

 7. ხელთათმანები (ელდევნები).ტყავისაგან დამზადებული.

 8.ცხვირსახოცი.

 9.ფეხსამოსის ელემენტები:ბაბუჩები.

 10.ზარდახშა, ნიშნის ყუთი - ძვირფასი ნივთების შესანახი.

11. მუნდშტუკი და ჩიბუხი- თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობანი.

12. მზითვის სია,რომელშიც ჩამთვლილია საოჯახო საჩუქრები.

 

გაზიარება