შავი ზღვა

კოლექციის შესახებ

ავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ზღვაა დედამიწაზე.   იგი  თითქმის მთლიანად იზოლირებულია მსოფლიო ოკეანეებისაგან. ოკეანეებთან მისი ერთადერთი დამაკავშირებელი  გზაა ბოსფორის სრუტე. შავი ზღვა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე იდი უჟანგბადო აუზია. მასში სიცოცხლე მხოლოდ 150-200 სიღრმემდეა, სადაც ნაკლებია წყლის მარილიანობაუფრო ქვემოთ  დაგროვილია გოგირდწყალბადი და წყალიც მარილიანი და მკვრივია. ამის გამო არ ხდება წყლის და ჟანგბადის გაცვლა, რაც გოგირდწყალბადის დაგროვების ძირითადი მიზეზია.

        შავი ზღვის ფართობი 420 300 კვ. კმ-ია. მისი მაქსიმალური სიღრმე 2211 . საშუალო მარილიანობა 17-18 პრომილე. შავი ზღვის წყალი სხვა ზღვებისაგან მკვეთრად განსხვავებულია.

       შავი ზღვის მცენარეთა და ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია. აქ ცხოველთა 2000-მდე სახეობას ითვლიან. მათგან 150 უძველესი გეოლოგიური დროიდან ბინადრობს. 240 კი - ენდემურია. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია ოთხი სახეობა: ჩვეულებრივი დელფინი, დელფინი აფალინა, ზღვის ღორი, თეთრმუცელა სელაპი. შავ ზღვაში   თევზების 180 სახეობაა ცნობილი, რომელთაგან 17% მტკნარი წყლისაა. უმეტესობას სარეწაო მნიშვნელონა აქვს. მათგან აღსანიშნავია ქაფშია, ქაშაყი, სვია, ზუთხი, კეფალი, სკუმბრია, კამბალა, სტავრიდა.

გაზიარება