უცხოური ნივთები

კოლექციის შესახებ

ვიტრინაში წარმოდგენილია მუზეუმში XIX-XX საუკუნეებში  შემოსული  უცხოელ სკულპტორთა მიერ შესრულებული ნამუშევრები. მათ შორისაა ევროპული და რუსული წარმოშობის იშვითობები:

 

 1.საყვავილე ვაზა  – ბრინჯაო. XIX ს.  ოვალური სახელურით, გაფორმებული ყვავილოვანი ორნამენტებით. ბრტყელი სადგამით.

2.ქანდაკება - ქალი ტორსით (მოსასხამით),  ბრინჯაო. ოთხკუთხედი მარმარილოს სადგამზე,  გერმანული.  XX ს. I ნახევარი.აქვს წარწერა: - “katzgzaben”.

3.ბიუსტი - ქალის, ავტორი:- ბორმელი, ბრინჯაო. მარმარილოს სადგამით.XIX ს.  IIნახ. გერმანული წარწერით - “E.Bermel “ “berlin”

4.სტატუეტი -„ კავკასიელი“,  ავტორი - მოქანდაკე  ე.ლანსერე. ბრინჯაო. XIX ს. II ნახ.

ევგენი ლანსერე 1905-07 წლებში საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში. შექმნა  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები: „მეტეხი“ „სვეტიცხოველი“ „ბაგრატის ტაძარი“ და სხვა.

5.სკულპტურა - „ტყვედ აყვანა.“  სპლენძი, ბრინჯაო. XIXს.  II ნახ. შესრულებულია პეტერბურგის ვორფელის სასხმელ ქარხანაში.

გაზიარება