უხერხემლოები

კოლექციის შესახებ

კარადაში წარმოდგენილია აჭარაში გავრცელებული როგორც ხმელეთის, ისე ზღვის და მტკნარი წყლის ზოგიერთი უხერხემლო ცხოველი. მაგ: ხმელეთის მოლუსკები: ტახეა ქართული, ბუხის ლოკოკინა, მტკნარი წყლის ლოკოკინებიდან: ცოცხლადმშობი კავკასიური ლოკოკინა და უკბილო ლოკოკინა. აქვეა შავი ზღვის მოლუსკები: მიდიები, ხამანწკები , მავნე მოლუსკი რაპანა, რომელიც   ბინადრობს იაპონიის ზღვაში. შავ ზღვაში გაჩნდა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში. მრავლდება კვერცხით. აქვს მსხვილი ხორთუმი, რომლითაც ხვრეტს  ნიჟარებს და  ანადგურებს ადგილობრივ ხამანწკებსა და მიდიებს.

მწერებიდან  ნაჩვენებია პეპლები, კალიები, ნემსიყლაპია, ბაზი, კრაზანას ბუდე, სხვადასხვა სახის ხოჭოების კოლექციები.

დაბლა ვიტრინაში წარმოდგენილია ბაზის ფიტულები, კრაზანას ბუდემბურღავი მოლუსკებიმტკნარი წყლისა და ზღვის კიბოებისა და კიბორჩხალების ფიტულები.

 

 

გაზიარება