ზღვის ეშმაკი

კოლექციის შესახებ

 

ზღვის ეშმაკი 1955 წელს მოუპოვებიათ ბათუმის აკვატორიაში. მისი ფიტული 1956 წელს დაამზადა მუზეუმის ტაქსიდერმისტმა ვ. სოკოლოვმა.

ზღვის ეშმაკისებრთა რიგის 11 სახეობაა ცნობილი. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 1 სახეობა გვხვდება. ესაა ლოფიუსი- lophius piscatorius.

ზღვის ეშმაკის სიგრძე 150 სმ-ია, წონა 20 კგ. და მეტიც.   მტაცებელია. იკვებება როგორც წვრილი, ისე მსხვილი თევზებით.  თითქმის მთელ სიცოცხლეს  ზღვის ფსკერზე ატარებს. სწორედ ასე ნადირობს. ყრის დაახლოებით 1,3-3 მილიონამდე ქვირითს.

ეს თევზი, თავისი შემზარავი იერის მიუხედავად ადამიანს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ თუ ფეხს დააბიჯებ, ბასრ კბილებს გამოიყენებს. ზღვის ეშმაკი სასარგებლო თევზია, მისი კუჭქვეშა ჯირკვლისაგან ამზადებენ ინსულინს.  აქვს გემრიელი ხორცი და რესტორნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, იყენებენ ნედლს და შებოლილსაც.

გაზიარება