გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების შესახებ

 21 თებერვალს რელიგიის მუზეუმში გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოსა და აჭარის გიდების ასოციაციის წევრები, აჭარის მუზეუმების გაერთიანების გიდები და მოსწავლეები ესწრებოდნენ მომხსენებლებმა სამუზეუმო გიდის პროფესიასა და კულტურულ ტურიზმში აღნიშნული პროფესიის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
პროფესიული დღისადმი გამართული ღონისძიებას, მუზეუმის გიდები და მოსწავლეები დაესწრნენ, რომლებიც მომავალში მოხალისეობრივ საქმინობაში ჩაერთვებიან და „აჭარის მუზეუმების“ გაერთიანების მოხალისე გიდები იქნებიან.
„აჭარის მუზეუმების“ დირექტორმა თეონა ზოიძემ, მოხალისე გიდებს დამადასტურებელი ბარათები გადასცა.
მუზეუმებს ბევრი სტუმარი ჰყავს, და პირველი პირი ვინც ხვდება ვიზიტორებს სწორედ გიდი გახლავთ, შესაბამისად მისი როლი მნშვნელოვანია ამ ორგანაიზციაში და ამ განვითარებაზე ზრუნვა არის პრიორიტეტული.

გაზიარება