19 სექტემბერს, რელიგიის მუზეუმში, კითხვის საათის ფარგლებში, პროზაიკოსმა - ინგა გოგიბერიძემ, სულხან - საბა ორბელიანის იგავი - „მოძღვარი მელია“ წაიკითხა. ღონისძიებას ქალაქ ბათუმის 1 საჯარო სკოლის მე - 2 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ილუსტრირებულ წიგნი, ხოლო მოწვეული სტუმრის მიერ შექმნილი ჰერბარიუმით გაფორმებული მინიატურული წიგნი, კლასს გადეცა საჩუქრად. „კითხვის საათი“- სსიპ აჭარის ყველა მუზეუმში აპრობირებული აქტივობაა, რომელიც რელიგიის მუზეუმშიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, ეხმარება მათ სამყაროს შემეცნებაში და შემოქმედებით აზროვნების ჩამოყალიბებაში.