რელიგიის მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილი არტეფაქტები მუზეუმის ვიზიტორებს აწვდის ინფორმაციას ბათუმის ისტორიისა და ქართული ტრადიციის თვითმყოფადობის შესახებ, რელიგიური ტოლერანტობის ჭრილში. იგი ითვალისწიებს ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტერეს - ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობის - მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმისა ბუდიზმის.
ასევე, მუზეუმი გამრავალფეროვნებულია ძველი ბათუმის მაკეტითა და ჩვენი ქალაქის წარსულის ამსახველი იშვიათი ფოტოებით.
მისამართი : თამარ მეფის გამზირი N 2
მუზეუმი ღიაა ყოველდღე (გარდა ოფიციალური დღესასწაულებისა) 10:00 – 18:00
საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია გაზარდოს სამუზეუმო საქმიანობით მოსწავლეთა დაინტერესება, ჩართოს ისინი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში და მუზეუმი ახალგაზრდებისათვის იყოს სიხარულისა და შთაგონების ადგილი.
რელიგიის მუზეუმი წარმოადგენს თანამედროვე ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც ვიზიტორი ისარგებლებს უფასო ინტერნეტით. მიიღებს არტეფაქტების შესახებ ინფორმაციას QR - ის საშუალებით, ასევე, დაათვალიერებს მუზეუმებს 3D ვირტუალური სათვალით.
რელიგიის მუზეუმის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, ლექცია - საუბრებს პრეზენტაციის სახით და შემეცნებით, საინტერესო აქტივობებსა და მასტერკლასებს.
გაეცანით თითოეული პროგრამის შინაარსს და ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა.