არქეოლოგიური გათხრები მაჭახლის ხეობაში

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მაჭახლას ხეობაში, სოფელ სინდიეთში ისტორიული არტეფაქტები - ღია ტიპის მარანი აღმოაჩინეს.  ნაპოვნია 12 სხვადასხვა ტიპისა და ზომის ქვევრი. აღმოჩენები, წინასწარი ვერსიით, მე-12-16 საუკუნეებით თარიღდება. ამ დროისთვის,აღმოჩენილია  მარანის ცენტრალური ნაწილი.   სამომავლოდ იგეგმება  ადგილზე სიღრმისეული კვლევების ჩატარება.