აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „აჭარული ნაჭრელები“ გაიხსნა
28 ოქტომბერს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე, პროექტის, „ღორჯომის ხეობის ნაჭრელების“, პრეზენტაცია შედგა და გამოიფინა ამ პროექტის ფარგლებში შეგროვებული ექსპონატები. ეს არის აჭარული ნაქარგობების დიდი კოლექცია, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა, ფოტოები და ვიდეოჩანაწერები.
ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.