მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, 2 მარტს, ხელოვნების მუზეუმში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით – ,,მხატვრები პანდემიის პირისპირ''. ოცდასამმა ბათუმელმა მხატვარმა, იზოლაციის პერიოდში შექმნილი, სხვადასხვა ჟანრში შესრულებული (ფერწერა,გრაფიკა,სკულპტურა) ოცდათვრამეტამდე ნამუშევარი წარმოადგინა. ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე მხატვარი – ბექა ტაბაღუა 27 წლისაა. დამთვალიერებელს აღნიშული გამოფენის ნახვის შესაძლებლობა თვის ბოლომდე ექნება.