სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმში 3 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება გამოფენა „ვინტაჟური მოტივები“.
მასშტაბურ, მრავალფეროვან ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების მუზეუმის რეტრო-ფონდში დაცული XIX საუკუნის ქართული, ევროპული და რუსული ფერწერის ნიმუშები, თეატრალური კოსტიუმები, ძველი ფოტოები, სხვადასხვა ყოფითი ნივთები.გამოფენა გაგრძელდება 14 ივლისამდე.