17 ივნისს, 16:00 საათზე ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მხატვარ ირინა ტორონჯაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა მხატვრის ბოლო ორი წლის მანძილზე შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები. პროექტის მხარდამჭერია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. გამოფენა გაგრძელდება 28 ივნისამდე.