დღეს, 13 ოქტომბერს, 16 საათზე ხელოვნების მუზეუმში მხატვარ თამაზ ჯალაღანიას (1935-1993) მემორიალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე აკაკი ძნელაძე და მხატვრის ოჯახის წევრები და მეგობრები.
გამოფენა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.