საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 მარტიდან საქმიანობა განაახლეს მუზეუმებმა. აჭარაში მოქმედი სამუზეუმო სივრცეები და სახელოვნებო დაწესებულებები კულტურული ტურიზმით დაინტერესებულ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორებს სათანადოდ მომზადებული დახვდა.
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს აჭარის განათლების მინისტრთან ერთად ეწვია და ადგილზე გაეცნო მუზეუმებში უსაფრთხოების მხრივ გატარებულ ღონისძიებებს და დადგენილ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ის ობიექტი, რომელიც ვიზიტორებს უმასპინძლებს.