19 აპრილს, 16:00 საათზე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ახალი პროექტის - „შეხვდი მეცნიერ- თანამშრომელს“ შეხვედრა გაიმართა. მეცნიერ-თანამშრომელმა შორენა მახარაძე ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს აჭარული სამოსის თავისებურებებზე ესაუბრა.