პროექტი- "ცხოვრება ქვის ხანაში "

7- 9 დეკემბერს, გაიმართა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი- "ცხოვრება ქვის ხანაში ".

საგრანტო კონკურსში წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებდა რამდენიმე მიმართულებას:

ა) სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმის მომზადება;

ბ) სამეცნიერო პიკნიკის/ბანაკის ორგანიზება;

გ) სამეცნიერო-პოპულარული ონლაინ ჟურნალის დაარსება;

დ) მეცნიერების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას .

ე) ,,საბავშვო უნივერსიტეტის“ დაარსება.

ჩამოთვლილ კატეგორიებიდან ყურადღება გამახვილდა ,,საბავშვო უნივერსიტეტის“ დაარსებაზე, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის გამორჩეული და წამყვანი მეცნიერების ჩართვას პროექტში.

 ,,საბავშვო უნივერსიტეტის“ მსმენელებისთვის მომზადდა საინტერესო შემეცნებით-პოპულარული ლექციების კურსი პრეისტორიის შესახებ.

 სასწავლო პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობებს, დოკუმენტურ ფილმებს, სამეცნიერო ვორკშოპებს, თემატურ ექსკურსიებს და სხვ.

პროექტში მონაწილეობდა 29 მოსწავლე, (ბათუმის მე-3, სახალვაშო, წინსვლა, ზედა თხილნარი, ლეღვა, მასტერკლასი, იუჯი და ქართულ-ამერიკული სკოლა).