ჟურნალ-გაზეთების გამოფენა

2022 წლის 5 მაისს, 16 საათზე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიხსნა მუზეუმის ფონდში არსებული მე-19 საუკუნის მიჯნაზე და მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოცემული ჟურნალ-გაზეთების გამოფენა. გამოფენა გახსნა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველმა,პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა და ისაუბრა იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც ბათუმის სტამბებმა შეასრულეს საგამომცემლო საქმიანობაში. ფონდების მცველმა, იზო აბაიშვილმა, კერძო სკოლა მასტერ- კლასის მე-7 კლასის მოსწავლეებს გააცნო ბათუმის სტამბებში გამოცემული წიგნები და ვრცლად ესაუბრა გამოფენილ ძველ ჟურნალ-გაზეთებზე.