4 ივნისს, ქალაქ ექს-ან-პროვანსში (საფრანგეთი),ლუვრის მუზეუმისა და ექს-ან-მარსელის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონგრესი: „თევზჭერა და ბერძნული კოლონიზაცია ანტიკური ხანის შავიზღვისპირეთში“, სადაც ონლაინ ჩაერთო ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი ემზარ კახიძე. მისი თემა, ფიჭვნარში აღმოჩენილი არქეოლოგიური მონაცემებზე დაყრდნობით, ეხებოდა კლასიკური ხანის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის თევზჭერის საკითხებს. მოხსენების ლინკს დავდებთ მოგვიანებით.