სიმონ,ბადრი და ესმა ართმელაძეების გამოფენა.

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში სიმონ ართმელაძის და მისი შვილების - ბადრი და ესმა ართმელაძეების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

სიმონ ართმელაძის ნამუშევრები ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმშია დაცული, გამოფენა მისი 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოეწყო. გამოფენა 17 მაისამდე გაგრძელდება.