30 აგვისტოს, ხელოვნების მუზეუმში, გამოჩენილი ქართველი მხატვრის - ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვის შემოქმედებასთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან საჯარო ლექცია გაიმართა.
შეხვედრა ხელოვნების მუზეუმის მმართველმა - თენგო დოლიძემ გახსნა. ისაუბრა სამომავლო აქტივობებზე, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე სამუზეუმო ცხოვრებაში და მუზეუმის მოყვარულთა კლუბის გააქტიურებაზე.
მუზეუმის გიდის, ირინა სტურუას მეშვეობით სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს სახალხო მხატვრის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის - ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვის შემოქმედებაზე, მის ბიოგრაფიულ ცნობებსა და საინტერესო ფაქტებზე. დასკვნითი ნაწილი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა უპასუხეს თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს.
საჯარო ლექციის ფარგლებში ვიზიტორებმა მუზეუმის გალერეაში არსებული, ნინა ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენა - ,,ქალთა სახეები” დაათვალიერეს.