,,ნაპირ–ნაპირ''–მხატვარ ნინო ნიჟარაძის კონცეპტუალური გამოფენა

   სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 3 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართა გამოფენა სახელწოდებით –  ,,ნაპირ-ნაპირ’’. ეს მხატვრის კონცეპტუალური თემაა, რომელიც ნაპირზე გამორიყულ ზღვის ნაჩუქრობათა მხატვრულ ინტერპრეტაციებს წარმოადგენს:

I - ქვების ქართული ტრადიციული ორნამენტებით მოხატვა;

 II - ნიჟარების ბათუმური სიმბოლიკა;

 lll - მხატვრის ნაპირ-ნაპირ დანახული ჰორიზონტები.

ექსპოზიცია ეძღვნება ,,კოვიდს”  შეწირული მხატვრებისა და მათი ახლობლების ხსოვნას.

  გამოფენა გაგრძელდება 15 აგვისტო ჩათვლით.