II საერთაშორისო კონფერენცია

 14-15დეკემბერს, სასტუმრო ჰილტონში, აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ აჭარის მუზეუმის ინიციატივითა და ორგანიზებით, II საერთაშორისო, სამეცნიერო კონფერენცია  " მუზეუმი და გლობალიზაცია" ჩატარდა. კონფერენციაზე, საქართველოს და მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს.

 სექციური მუშაობა ისტორიის, არქეოლოგიის, ხელოვნების, არქიტექტურის, კულტურული ტურიზმისა და მუზეუმის მენეჯმენტის მიმართულებით წარიმართა.  2023 წლის თებერვალში II საერთაშორო , სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების პუბლიკაცია გამოიცემა.  მომხსენებლებს კონფერენციაზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.