დისკუსია თემაზე  "ილია ჭავჭავაძე,როგორც იურისტი"

 3 თებერვალს,ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში დისკუსია გაიმართა თემაზე  "ილია ჭავჭავაძე,როგორც იურისტი".

 შეხვედრა  წარმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლევან თენეიშვილმა და შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა.

 შეხვედრას თხილნარის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 მწერლის სამართლებრივი გადაწყვეტილებებისა და ილია ჭავჭავაძის იურიდიული საქმიანობის შესახებ, სტუდენტებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს.

დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.