29 ივლისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, იაპონური კულტურის ფესტივალის ფარგლებში გამოფენა გაიმართა.
გამოფენას იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები : იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი- ჰიროიუკი მორი, იაპონურენოვანი ვოკალური ჯგუფი იამაბაკო და ჯაიკა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სტუმრებს სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა - თეონა ზოიძემ უმასპინძლა.
გამოფენის დათვალიერების შემდეგ სტუმრებმა აჭარის ხელოვნების მუზეუმი მოინახულეს, სადაც ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები დაათვალიერეს.