პირველი ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა(16.08.2023)

16 აგვისტოს, ძმები ნობელების სახელობის  ტექნოლოგიურ მუზეუმში  პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.  გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ეხილა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების -  ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა ფშაველას, ი. გოგებაშვილის  პორტრეტები და  ფოტოგრაფის სხვა საინტერესო ნამუშევრები.