საჯარო ლექცია - "დიდება გმირებს - გიორგი მაზნიაშვილი "

16 მარტს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში  ჩატარდა საჯარო ლექცია  თემაზე : "დიდება გმირებს - გიორგი მაზნიაშვილი "

ლექციას უძღვებოდა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის უფროსი მეცნიერთანამშრომელი მაყვალა გოგუა.

შეხვედრას პირველი და მეორე საჯარო სკოლის  მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოხდა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც საქართველოს დაუმარცხებელი გენერლის,გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხებოდა.